არტისტების კოლექტივი - DRIFT მნათობი დრონების გამოყენებით ისტორიულ შენობებს, რომლებმაც დაკარგეს “სრულყოფილი” სახე ან რომელთა ბოლომდე აშენებაც ვერ მოხერხდა, ახალი კუთხით წარმოგვიდგენს. დრონების გამოყენებით არტისტები დროის დატოვებულ “გამოტოვებულ სივრცეებს” ავსებენ და გვაჩვენებენ, როგორი იქნებოდა დასრულებული საგრადა ფამილია ან წრიული კოლისეუმი.
Drift-ის წევრები - ლონეკე გორდინი და რაფ ნაუტა Drone Stories-თან და Nova Sky Stories-თან თანამშრომლობით ამ პროექტზე 2020 წლიდან მუშაობენ. მათი თქმით, “ყველა ინდივიდუალურ ხელოვნების ნიმუშს სივრცის გარდაქმნის უნარი აქვს. მუზეუმის ან გალერეის შეზღუდული პარამეტრები კი ნამუშევრების სრულ პოტენციალს ხშირად ვერ წარმოაჩენს”. აღსანიშნავია, რომ მხატვრული პროექტების გარდა, კოლექტივი არქიტექტორებსაც ეხმარება, რადგან მშენებლობის დაწყებამდე დრონების მეშვეობით, მშენებლებს პროექტის რეალურ სივრცეში შენობის ვიზუალიზაციის საშუალებას აძლევს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი