ბოლო დროს თბილისში არაერთი აზიური კაფე და რესტორანი გაიხსნა, რომელიც სტუმრებს ავთენტური აზიური სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებას აძლევს.
გთავაზობთ კაფეებსა და რესტორნებს, სადაც მრავალფეროვანი არჩევანია და საშუალებას მოგცემთ დააგემოვნოთ ნაკლებად ცნობილი ან კლასიკური აზიური კერძები.
ტაო
ტაო თბილისში სტუმრებს პან-აზიურ სამზარეულოს სთავაზობს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ იაპონური, კორეული, ვიეტნამური, ჩინური, ტაილანდური, სინგაპურული და მალაიზიური კერძები. ტაოს მთავარი ხიბლი მისი მრავალფეროვნებაა, სადაც აზიის ნაკლებად ცნობილ სამზარეულოს შეგიძლიათ გაეცნოთ.
Lily Rose Market
Lily Rose Market ბარნოვის ქუჩაზე მდებარე კაფეა, რომელიც იაპონური სამზარეულოს მოყვარულებს კლასიკურ სუშის და საშიმის სთავაზობს. Lily Rose Market-ის მინიმალისტური დიზაინი იაპონური სამზარეულოს კერძებუს დასაგემოვნებლად მყუდრო და მშვიდ გარემოს ქმნის.
აკურა სან
აკურა სანი თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე მყუდრო კაფეა, რომელიც ცნობილი შეფ-მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის დაარსებულია. იაპონური სამზარეულოს მოყვარულებს სუშის ფართო არჩევანს სთავაზობს. ბოლო დროს თბილისში უფრო და უფრო გემრიელი სუში შეგიძლიათ მიირთვათ და აკურა სანი ამის ნათელი ილუსტრაციაა. გარდა ამისა, რესტორანში იაპონურ კერძებთან ერთად, ქართული ღვინის დაგემოვნებაც შეგიძლიათ, რაც უჩვეულო, თუმცა საკმაოდ გემრიელი კომბინაციაა.
ზენ თბილისი
ზენ თანამედროვე აზიური ბარია, რომელიც გარდა იმისა, რომ სტუმრებს ისეთ აზიურ კერძებს სთავაზობს, რომელთა დაგემოვნებაც თბილისში მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შესაძლებელი, საღამოობით მყუდრო აზიური რესტორანი სიცოცხლით და მოძრაობით სავსე ბარად გარდაიქმნება, სადაც შეგიძლიათ ადგილობრივ და უცხოელ დიჯეებს მოუსმინოთ.
Sumodze
Sumodze ბაზარ ორბელიანზე მდებარე რესტორანია, რომელიც სტუმრებს სუშის ფართო არჩევანს სთავაზობს. ტრადიციული სუშის და საშიმის გარდა, აქ აზიური ქათმის კერძების დაგემოვნებაც შეგიძლიათ. Sumodze-ს აქვს ლანჩის მენიუც, რომელიც გამოყენებული ინგრედიენტების და დეტალებისადმი ყურადღების გათვალისწინებით, საკმაოდ ხელმისაწვდომია.
Let’s Bamboo
Let’s Bamboo შეფი დიმიტრი რჩეულიშვილის დაარსებული აზიური რესტორანია, რომელიც სტუმრებს ჩინურ სტრიტ ფუდს სთავაზობს. რესტორნის მთავარი ინგრედიენტები ქათმის და საქონლის ხორცია, თუმცა არჩევანი ვეგეტარიანელებისთვისაც არის, მაგალითად, კრემყველის რანგუნი და ბრინჯი მობრაწული ბოსტნეულით.
Wu Shi
Wu Shi სუშის მოყვარულებს როლების და მაკების ფართო არჩევანს სთავაზობს, იქნება ეს კლასიკური ინგრედიენტებისგან, ორაგულისგან და უნაგისგან დამზადებული კერძები თუ ვეგეტარიანული ალტერნატივა. ამასთანავე, Wu Shi-ში “აზიური პურიც” შეგიძლიათ გასინჯოთ, რომელიც ქათმის ხორცთან ან სოკოსთან ერთად მზადდება. Wu Shi-ის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა რეტრო სათამაშო აპარატია, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავი გაირთოთ სანამ კერძს ელოდებით.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი