თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, Fest I Nova-ს ფარგლებში ქეუ მეფარიშვილის შოუ -  “Quiet! Someone is singing on a mountain” გაიმართა. მეფარიშვილის ინსტალაციაში ძირითადად თიხის ნამუშევრებია გამოყენებული, რომლითაც არტისტი ბებიასთან დაკავშირებულ ღრმა მოგონებებს მითოლოგიური ნარატივით წარმოგვიდგენს. მეფარიშვილის ინსტალაციაში ყოველდღიურმა ნივთებმა და მასალებმა ახალი სიცოცხლე შეიძინეს, რაც Fest I Nova-ს ფესტივალის ერთგვარი კულმინაციაა, რომლის მთავარი თემატიკა სოციალურად გამოუყენებელ “ურბანულ ნარჩენებში” შემონახული ისტორიებია.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე