მოდის სახლი Moschino ახალი კოლექციის კამპანიის ფარგლებში სტივენ მეიზელის გადაღებულ ვიდეოების სერიას აქვეყნებს, სადაც ცნობილი მოდელები სხვადასხვა სიმღერის ფონზე ცეკვავენ.

 

 

კამპანიისთვის შერჩეული ტანსაცმელი ზაფხულის განწყობას იწვევს, ხოლო ახალ კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კლასიკურ წითელ გულს და საზაფხულო აქსესუარებს, რომლებიც ზღვასთან ასოცირდება. ახალი კამპანია Moschino-მ სარეკლამო სააგენტო Little Red Robot-ს დაუკვეთა, რომელთანაც მოდის სახლი 2022 წელსაც თანამშრომლობდა.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე