ბელგიაში S.M.A.K მუზეუმი 2 დეკემბრიდან 14 აპრილამდე საგამოფენო სივრცეს კარლო კაჭარავას ნამუშევრებს დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა ეს კაჭარავას ნახატების პირველი სოლო გამოფენაა. მუზეუმის განცხადების მიხედვით, გამოფენაზე მოწვეული იქნებიან ქართული დიასპორის ახალი თაობის მხატვრებიც, რომლებიც კაჭარავას ნამუშევრებს გაეცნობიან.
მიუხედავად იმისა, რომ კარლო კაჭარავა ახალგაზრდა გარდაიცვალა, მან სამუდამოდ შეცვალა ქართული მხატვრობა და ქართული ავანგარდული ექსპრესიონიზმის მოძრაობას დაუდო სათავე. კარლო კაჭარავას გამოფენა S.M.A.K-ში Europalia 2023 ფესტივალის პროგრამის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანიც ქართული მხატვრობის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და პოპულარიზაციაა.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Estate of Karlo Kacharava
დაწერე კომენტარი