ესპანური მოდის სახლი Loewe ლეგენდარული ანიმაციური სტუდიის, Ghibli-ისთან თანამშრომლობით შექმნილ კოლექციას აქვეყნებს. Instagram-ზე კომპანიამ Howl’s moving Castle-ის სტილში შექმნილი მინიანიმაცია და მომავალი კოლექციის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომლებზეც ამ მულტფილმის პერსონაჟები არიან ასახული. პარიზში კი Parvis du Musée de l’Homme-თან ჰაულის გასაბერი სასახლე აღიმართა, რომელიც 1-ელიდან 5 თებერვლამდე ლონდონში დაიდგმება.

 

 

Loewe-ს და Ghibli-ის პროდუქციის გაყიდვა გლობალურად 2 თებერვლიდან დაიწყება, მოდის სახლი კი კოლექციის მხოლოდ მცირე ფრაგმენტებს ასაჯაროებს. აღსანიშნავია, რომ მანამდე Loewe-მ და Ghibli-მ Spirited Away-ის თემატიკის კოლექციაზე იმუშავეს. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე