თუ ზამთრის უქმე დღეების გატარება თბილისთან ახლოს, კომფორტულ გარემოში გსურთ, ამისათვის ყაზბეგი იდეალური ადგილია, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ ქალაქის პატარა ქუჩებში, მოინახულოთ გერგეტის ტაძარი ან, თუ ალპინიზმი გიტაცებთ, შეუერთდეთ ადგილობრივ ლაშქრობებს, ან უბრალოდ მთიანი პეიზაჟებით დატკბეთ. 

Rooms Hotels Kazbegi ზამთრის თბილად გასატარებლად ყველა საჭირო კომფორტით არის აღჭურვილი, საიდანაც ყაზბეგის ულამაზესი ხედები იშლება. სასტუმროში შეგიძლიათ ესტუმროთ რესტორანს, სადაც კერძები ხშირად ადგილობრივი პროდუქციით მზადდება, დახურულ საცურაო აუზს და ისარგებლოთ 24-საათიანი Room Service-ით. 

TBC კონცეპტის ახალი შეთავაზების ფარგლებში, 31 იანვრის ჩათვლით, Rooms Hotels Kazbegi-ში შეგიძლიათ დაჯავშნოთ ერთი ღამე და Visa Platinum ან Visa Signature ბარათით გადახდის შემთხვევაში, მეორეს საჩუქრად მიიღებთ. შეთავაზება არ ვრცელდება ონლაინ ჯავშნებზე.

 

 

ფოტო: Rooms Hotels, ანა გაბაშვილი, Design Hotels