ფაბრიკაში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, VAADS-ის სტუდენტის, იოანნა წულაიას ინსტალაცია “რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის” მოეწყო. არტისტის თქმით, ინსტალაცია დაუმთავრებელ ნაგებობებზე არსებული სამშენებლო ბადეებით და პოლიეთილენის მასალებით არის შთაგონებული.
“სამშენებლო ბადე და პოლიეთილენის პარკი ჩემთვის ერთგვარი ხედია, იმიტომ რომ გარშემო ძალიან ბევრი დაუმთავრებელი ნაგებობაა… მინდოდა, მნახველისთვის ინსტალაცია ყოფილიყო სილამაზის და ნაგვის ერთობლიობა, რომელიც დაგვაფიქრებს იმაზე, რაც ცუდია, ამავდროულად, შეიძლება ლამაზიც იყოს”, - ამბობს წულაია.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი