ცოტა ხნის წინ მარტინ სკორსეზეს პროდიუსერობით და Amélie van Elmbt-ისა და Maya Duverdier-ის რეჟისორობით სასტუმრო Chelsea-ს იდუმალი ისტორიის და მისი უკანასკნელი მცხოვრებლების შესახებ დოკუმენტური ფილმის, Dreaming Wall-ის პრემიერა გაიმართა.
ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო “ჩელსი”, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ამერიკელი მუსიკოსების, ხელოვანების და პოეტების მთავარ თავშესაფარს უწოდებდნენ, დღეს რეკონსტრუქციის გამო დახურულია, თუმცა ამ შენობაში მაინც ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება სასტუმრო Chelsea-ს კედლებში გაატარეს, ფილმიც სწორედ ამ ადამიანების უცნაურ, ზოგჯერ შემზარავ ისტორიებს გვიყვება.
Dreaming Walls არ არის ფილმი მარკ ტვენზე, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთი პირველი სტუმარი იყო, არც ჯეკ კერუაკზე, რომელმაც თავისი ყველაზე ცნობილი რომანი „გზაზე“ სწორედ Chelsea-ში ცხოვრების დროს დაწერა, არც ენდი უორჰოლზე, რომელმაც აქ მცხოვრები გოგოების შესახებ Chelsea Girls გადაიღო ან ლეონარდ კოენზე, რომელმაც აქ დაწერილი Chelsea N2 ჯენის ჯოპლინს მიუძღვნა, პატი სმიტზე, ბობ დილანზე თუ რობერტ მეპლტორპზე, რომლებმაც Chelsea გასული საუკუნის ამერიკის მთავარ კულტურულ ცენტრად აქციეს და შესაბამისად, თავიანთი სახელები ისტორიას შემოუნახეს; ფილმი იმ უხილავ ადამიანებზეა, რომლებიც წლების განმავლობაში სასტუმროში ამ ცნობილი ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენ, დღეს კი სასტუმროს ყველაზე ბნელ და დაფარულ ისტორიას გვიყვებიან.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი