პარიზში, Poush გალერეაში, Art Geneve-ის ღონისძიების ფარგლებში ქართველი არტისტის, ნიკა ქუთათელაძის ინსტალაცია მოეწყო. ფოთლებით დაფარული მინიმალისტური თეთრი ოთახი და მასში შემავალი ყველა ნივთი, ინსტალაციის ნაწილია: მათ შორის, კედლებზე დაკიდებული ნახატები, რომლებიც ასევე ქუთათელაძის შესრულებულია. ქართველი არტისტის ხელოვნება დიდწილად ურბანული სივრცეების და ბუნების ურთიერთობით არის შთაგონებული, მისი ნამუშევრების ერთ-ერთი მიზანი კი ხშირად კონსუმერიზმის და სხვადასხვა ეკოლოგიური გამოწვევების კრიტიკული ანალიზია. Poush-ში ქუთათელაძის გამოფენა 29 იანვრამდე გაგრძელდება.
ფრანგული გალერეა Poush 2020 წელს გაიხსნა და თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს მასპინძლობს, ხოლო Art Geneve კი უკვე ათი წელია სხვადასხვა გალერეებთან ერთად ხელოვნების ბაზრობებს აწყობს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი