თუკი ინსპირაციისთვის მრავალფეროვნება გჭირდებათ ან, უბრალოდ, ფოტოგრაფებისთვის თვალის დევნება გიყვართ, მაშინ გაგაცნობთ  7 ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლებიც ფოტოგრაფიის ახალ ტალღას წარმოადგენენ და მათთვის თვალის დევნება შესაძლოა თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.

ლესლი ჯანი

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

@dazed 2019AW issue @holland_vvv styling @robbiespencer makeup @xinmiao1988 hair @minghuzhanghair

A post shared by Zhang JiaCheng (@lesliezhang1992) on

 

 ლესლი ჯანის ფოტოგრაფია ჩინური კულტურის პოეტური აღწერაა. მისი ფოტოები შთაგონებულია მისივე მოგონებებით იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდა ჩინეთში და რამხელა გავლენა აქვს მასზე აზიურ კულტურას. 

“იაპონურმა ფოტოგრაფიამ ნამდვილად შექმნა საფუძველი ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ვცდილობ, მოდის ფოტოგრაფიის ისეთი ენა შევქმნა, რომელიც არ ტრიალებს მხოლოდ ევროპული ან ამერიკული იდეალების გარშემო”.

ზორა სიჩერი

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

A+Z ❤️ june 2019

A post shared by ZORA SICHER (@zorasicher) on

 ზორა სიჩერი ფოტოგრაფიით 13 წლიდან არის გატაცებული. თავისი ფოტოებით ის ცდილობს დაგვანახვოს, რომ სხეული არა მხოლოდ სხეულია, არამედ ბევრად უფრო მეტიც. არ არიდებს თავს ინტიმური დეტალების აღბეჭდვას, რადგან ფიქრობს, რომ ეს ჩვენი ყოფის დიდი ნაწილია. მის შემოქმედებაში ვხვდებით მექსიკელი და ნიუიორკელი ახალგაზრდების ცხოვრების სტილის ამსახველ კადრებს.

ჯოის ენჯი

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

New decade on the chimney horizon 🌃 @thefacemagazine Styling @tamararothstein1 Set @amystickland_setdesign Beauty @daniel_s_makeup Hair @soichiinagaki Manicure @oonamichel Casting @lisadymph Models @carolineereuter @premiermodels Retouch @inkretouch Words @martine_rose Production @lgstudio_ Thank you @reed_danny @emersondanielle @celibatewives #CCC #crazyclothesconnection

A post shared by JOYCE NG 伍載詩 (@joyceszeng) on

 

ჰონ კონგში დაბადებული ჯოისი ახლა ლონდონში ცხოვრობს და მიუხედავად ამისა, მისი სიურრეალისტური ფოტოგრაფია მშობლიური კულტურის ნიშნებს მაინც არ კარგავს.

მის ფოტოებში არა მხოლოდ ადამიანები და მათი ხასიათია საინტერესოდ წარმოჩენილი, არამედ საგნები და თავად გარემოც.


ტომ ჯონსონი

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

@Hermes Silk with some incredible Italian Waterskiers @lookstudiosnyc @benmartinengo @minititleltd

A post shared by Tom Johnson (@tomjohnsonstudio) on


ტომ ჯონსონი აერთიანებს პორტრეტებს, დოკუმენტურ და მოდის ფოტოგრაფიას. იგი ცდილობს შექმნას გარემო, რომლითაც ხალხს მოუყვება რაიმეს. ჯონსონისთვის ყველაზე საინტერესო მის პროფესიაში სწორედ ადამიანები არიან.

 “როდესაც კამერას ვიღებ, ვგრძნობ, რომ საბაბი მაქვს ხალხთან ურთიერთობისთვის და იქ წასასვლელად, სადაც ჩვეულებრივ არ წავიდოდი.”

გრეი სორენტი


 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

EVER GABO ANDERSON @i_d ICONS AND IDOLS ISSUE @evergaboanderson

A post shared by Gray Sorrenti 🍓 (@graysorrenti) on

 ახალგაზრდა ფოტოგრაფი გრეი სორენტი  ვიზუალურ ხელოვანთა ოჯახში აღიზარდა. მისი მამა ლეგენდარული ფოტოგრაფი მარიო სორენტია. მან სადებიუტო ნამუშევარი 15 წლის ასაკში გამოაქვეყნა ჟურნალ Moodboard-ის პირველი გამოცემისთვის. გრეის  ფოტოები ძირითადად, მისი და მისი მეგობრების თინეიჯერულ ცხოვრებას აღწერს. გრეის შთაგონება სწორედ მეგობრები და ოჯახია, რომელშიც გაიზარდა.

“მე არ მინდა ფოტოები გადავუღო მოდელებს, რომლებიც დგანან მოსაწყენ ტანსაცმელში. მე მინდა გადავუღო ადამიანებს საკუთარ სივრცეში და ვიგრძნო ვინ არიან ისინი.”


ამბერ პინკერტონი

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

so happy to share this series I shot back home for @dazed about growing up and living in Jamaica. Thank you @emmaedavidson @thestyleredeemer @kesimortley @justynepanton @rrainehanson @patraveronique and to all the participants involved: Shantae Leslie, Jahmare’ Ferron, Jessica Wedderburn, Javonie Johnson, Jevani Robinson ❤️—have a read on dazeddigital.com

A post shared by Amber Pinkerton (@ambercashmere) on


იამაიკელი ამბერ პინკერტონი ახლა ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ის ხშირად სტუმრობს მშობლიურ სახლს ფოტოების გადასაღებად. 2019 წელს მან იმუშავა ფოტოების სერიაზე ჟურნალ I-D-ის პროექტ
My Year in Photos-ს ფარგლებში, რომელიც აღწერს იამაიკის ქუჩებს, არქიტექტურას, ხალხს და მისი თვალით დანახულ მშობლიურ მხარეს. მისი ფოტოები გამორჩეულია კონტრასტული ფერებითა და ხასიათით.


ფი გლორია გრონმეირი

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

watching sunsets

A post shared by fee-gloria groenemeyer (@feeglory) on

 ფი გლორია გრონმეირი ფრილანსერი ფოტოგრაფია, რომელიც ჯერ ნიუ-იორკიდან, შემდეგ პარიზიდან და ახლა უკვე ბერლინიდან მუშაობს. მისთვის ხშირი მოგზაურობა შთამაგონებელია და, უმეტესად, ცდილობს გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. მისი ნამუშევრები ხასიათდება, როგორც მელანქოლიურ, მეოცნებე, იუმორისტულ სიურრეალიზმად. 

“მე ვიღებ შთაგონებას გარემოდან და შემდეგ ამით ვქმნი რაიმეს, მაგრამ ვცდილობ სხვა ეტაპზე ავიყვანო, დავამატო, სიურრეალისტური ელემენტები.”