ლეგენდარული იტალიური მოდის სახლის დირექტორი საბატო დე სარნო გახდა, რომელიც 2009 წლიდან Valentino-ში, pret-a-porter კოლექციის ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ დე სარნომ კარიერა Prada-ში დაიწყო და Dolce & Gabbana-შიც მუშაობდა.
“საბატო დე სარნოს შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელობით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ Gucci მოთხოვნადი პროდუქციის და კოლექციების შექმნით მოდის სამყაროზე გავლენას შეინარჩუნებს”, განმარტავს Gucci-ის მფლობელი კომპანიის, Kering-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრანსუა-ჰენრი პინო. მოდის სახლის დირექტორი მარკო ბიზარი კი აღნიშნავს, რომ დე სარნოს “რელევანტური გამოცდილება” აქვს. ბიზარი ასევე ამბობს, რომ დიზაინერს Gucci-ის უნიკალური სტილი კარგად ესმის და მოხარულია, რომ მოდის სახლის ისტორიის “ახალ თავს” სწორედ ის გაუძღვება.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Gucci
დაწერე კომენტარი