ვოლფ ვონ ლენკიევიცი ბრიტანელი მხატვარია, რომელიც მხატვრობის კლასიკურ სტილს თანამედროვე ტექნოლოგიებით გარდაქმნის. ლენკიევიცი ახალი ნახატების სერიაში - Markov Chain - Ai აპლიკაციების გამოყენებით, Chanel-ის, Dior-ის და სხვა მოდის სახლების კოლექციებს კლასიკური ნახატების სახით წარმოგვიდგენს.



ციფრულად შექმნილი ნახატები ლენკიევიცს მოგვიანებით ზეთის საღებავებით ტილოზე გადააქვს. არტისტის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ის ტანსაცმლის დიზაინის ახლებურად წარმოჩენას “ახალ ფსიქოლოგიურ გარემოში” ცდილობს.



ლენკიევიცის შემოქმედებამ ცნობილი მოდის ფოტოგრაფის, ნიკ ნაითის ყურადღება მიიქცია, რომელმაც ლენკიევიცის ნახატები თავის instagram-ის გვერდზე გააზიარა. ნაითის თქმით, “ჩვენ აღტაცებით ველით ისეთი ხელოვნების მომავალს, რომელიც მოდის სამყაროს ტერმინ "სეზონს" სცდება”.

 

ავტორი: ტატო ანთაძე