რენატა ლიტვინოვა რუსი მოდელი, მსახიობი და რეჟისორია, რომელმაც 2016 წელს Vetment’s-თან თანამშრომლობა დაიწყო. “კაქტუსი” ლიტვინოვას უკანასკნელი სპექტაკლია, რომლის კოსტიუმებზეც დემნა გვასალია მუშაობდა. სპექტაკლისთვის, ისევე როგორც ლიტვინოვას სხვა არაერთი პროექტისთვის, მუსიკა Zemfira-მ დაწერა. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად რუსი მუსიკოსისთვის დემნა გვასალიამ თავის დროზე “ჰუდის” დიზაინი შექმნა. 

"კაქტუსი" ლიტვინოვას “მონოსპექტაკლია”, რომელიც ამჟამად ევროპის სხვადასხვა თეატრებში იდგმება.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე