ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომლის გარდერობშიც მინიმუმ ერთი ჯინსის შარვალი მაინც არ მოიპოვება, ეს უნივერსალური სამოსი, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ჩაცმულობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, სხვადასხვა დიზაინით, ფერით, სტილით თუ დეტალებით თითქმის ტანსაცმლის ყველა ბრენდის კოლექციაში გვხვდება, რომელთა მიერ შექმნილი კლასიკური ჯინსების უმეტესობაც დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთისაგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, თუმცა ბოლო წლებია, რაც დიზაინერებმა მათ მიერ შექმნილი კლასიკური ჯინსების შარვლებში ცვლილებები შეიტანეს და უნიკალური, გამორჩეული დიზაინის სამოსის შექმნა დაიწყეს. ამ პროცესის ნაწილია ახალი ქართული ბრენდი Guli Jeans, რომლის დიზაინსაც ბრენდის სახელთან დაკავშირებული გულის ფორმის დიზაინი მათ მიერ შექმნილ ჯინსის შარვლებზე სხვადასხვა ფორმით გვხვდება.
Guli Jeans-ის უნისექს სამოსი, რომლის კოლექციაც ამჟამად ჯინსის შარვლებსა და მაისურებს აერთიანებს, ყველასთვისაა, ვისთვისაც სამოსით ხალისიანი განწყობისა და ინდივიდუალიზმის წარმოჩენა მნიშვნელოვანია, ბრენდის სახელიც და შემდგომ უკვე ჯინსის დიზაინში გადმოტანილი გულის სიმბოლოც სწორედ ამ ხასიათზე აკეთებს აქცენტს.
„ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ტანსაცმელი 15-40 წლამდე ქალებისთვის იქმნება, მაგრამ მომხმარებლების სურვილებიდან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ “ქალებისთვის” შექმნილი მოდელები კაცებმაც მოირგეს და ამ შემთხვევაში სქესს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. რა თქმა უნდა, განსხვავება არის ზომებში, მაგრამ სწორი ზომის შერჩევაში მომხმარებელს სიამოვნებით დავეხმარებით“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი მაშო კაციტაძე.
დღეს Guli jeans-ის ჯინსებისა და მაისურების შეძენა მომხმარებელს www.gulijeans.com-ზე შეუძლია, თუმცა როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, ახალ, საგაზაფხულო კოლექციას განახლებული დიზაინის მაისურებისა და ჯინსის შარვლების გარდა, ჯინსის მოსაცმელები და ფეხსაცმელებიც დაემატება.
დაწერე კომენტარი