ჰარი სტაილსმა 2023 წლის GRAMMY-ის საუკეთესო პოპ-ალბომის  კატეგორიაში გაიმარჯვა. მუსიკოსმა პრესტიჟული პრიზი Harry’s House-ისთვის მიიღო. იმავე ნომინაციაზე წარდგენილი იყო ბიონსეს Renaissance და კენდრიკ ლამარის Mr.Morale & the Big Steppers. ამ უკანასკნელმა საუკეთესო რეპ-ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა, ხოლო  საუკეთესო სიმღერის პრიზი ბონი რაიტმა მიიღო სინგლისთვის Just Like That.

 

 

გამარჯვების შემდეგ ჰარი სტაილსმა განაცხადა: “ძალიან შთაგონებული ვარ არტისტებით, რომლებიც ჩემთან ერთად არიან კატეგორიაში… ცხოვრების სხვადასხვა მომენტში ყველას ვუსმენ, ვინც ამ კატეგორიაშია. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღის მსგავს მომენტებში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მუსიკაში საუკეთესო არ არსებობს”. აღსანიშნავია, რომ Harry’s House-მა საუკეთესო “საუნდ ინჟინერიის” კატეგორიაშიც გაიმარჯვა. ჰარი სტაილსის ალბომი 2023 წლის GRAMMY-ის 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. არტისტმა პირველი გრემი 2021 წელს Watermelon Sugar-ისთვის მიიღო.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი GRAMMY ისტორიული კიდევ იმიტომ იყო, რომ ბიონსემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ყველაზე მეტი, ჯამში 32 გრემი დააგროვა. წელს არტისტმა 4 ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Valeria Macon/AFP