11 თებერვალს E.A Shared Space-ში თორნიკე ჭაფოძის ბოლო წლებში შექმნილი ნამუშევრების, გრავიურების და რკინის ქლორიდით ქაღალდზე შესრულებული სერიების გამოფენა მოეწყობა. ექსპოზიციაზე - “ყვავილები და პორტრეტები” წარმოდგენილი იქნება აკვარელის მხატვრობაც.


მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე ჭაფოძე ძირითადად ფერწერით ინტერესდებოდა, ის მუშაობს სკულპტურებსა და ინსტალაციებზეც. ჭაფოძის გრავიურები ძირითადად ხეზე და მეტალზეა შესრულებული, თუმცა არტისტი ამ კლასიკურ მეთოდს დამატებით ექსპერიმენტულ განზომილებას მატებს. აღსანიშნავია, რომ თორნიკე ჭაფოძის გრავიურები მისსავე წარმოებულ ქაღალდზეა დაბეჭდილი. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე