“ამ პატარა კუნძულზე მხოლოდ ნახევარ მილიონამდე ადამიანი თუ ცხოვრობს. ნოემბერში, როდესაც ქვეყანა ტურისტებისგან ნაკლებად გადატვირთულია, ვეცადე შედარებით დაცლილი ქალაქები აღმებეჭდა ფირზე. მათ შორისაა ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი - ვალეტაც. ვალეტა ტერიტორიულად იმდენად პატარაა, რომ ქუჩაში ყველა პროფესიის ადამიანი იყრის თავს, პურის მცხობლებსა თუ პოლიტიკოსებს - ვიწრო ქუჩებში ყველას ერთნაირად მიეჩქარება სამსახურში. უნდა ითქვას, რომ მოგზაურობისას ფირის ფოტოაპარატით სურათების გადაღება ცალკე ხელოვნებაა. ფირი ახერხებს გაგიღვივოს მოლოდინი საზღვარგარეთ ყოფნისას და ნოსტალგიის გრძნობა სამშობლოში დაბრუნებისას.”
დაწერე კომენტარი