თებერვალი ბევრისთვის, ერთი შეხედვით, ცივი და ნაცრისფერი თვეა. დღესასწაულები დასრულდა და წლის დასაწყისი ახალი გეგმების შესასრულებლად განახლებულ ენერგიასა და ენთუზიაზმს მოითხოვს ჩვენგან. არადა, რომ დაუკვირდე, სწორედ ამ ყველაზე პატარა თვეშია ყველაზე მეტი იმედის მომცემი რამ - სულ მალე გაზაფხული მოვა და თან სიყვარულის დღეც ახლოვდება. შეყვარებული ადამიანები ამბობენ, რომ ყველა დღე სიყვარულისაა. მაგრამ რა არის ცუდი იმაში, რომ წლის განმავლობაში, კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი არსებობდეს იმ ადამიანისთვის მადლიერების გამოსახატად, ვისი დამსახურებითაც, ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანს - სიყვარულს განვიცდით?!

მადლიერების გამოხატვის და აღნიშვნის ერთ-ერთი შეუცვლელი ხერხი საჩუქარია. რას ველოდებით ხოლმე საყვარელი ადამიანისგან 14 თებერვალს? ზოგიერთს ყველაზე მეტად საჩუქარში ღია ბარათი ახარებს ხოლმე - თავად რომ იღებენ და კიდევ უფრო მეტად, სხვას რომ ჩუქნიან. ალბათ იმიტომ, რომ რომანტიკის მატარებელი ყველაზე ძველმოდური დეტალები და ნივთებიც კი - განსაკუთრებით წერილები, დღიურები, ჩანაწერები, მინაწერები წიგნებში... ის, რაც დღეს ტექნოლოგიებმა და ციფრულმა კომუნიკაციამ ნელ-ნელა ჩაანაცვლა, მათთვის ძალიან ემოციურია. 

ბევრს კარადაში ღრმად შენახული ასეთი ნივთებით სავსე ერთი დიდი ყუთი აქვს, რომლის გახსნაც და საუკეთესო მოგონებებისა და ისტორიების მორევში გადაშვება, ერთია. სიყვარულის დღეც ხომ, პირველ რიგში, ასეთ მისალოც ბარათებსა და სასიყვარულო წერილებს უკავშირდება.  

14 თებერვლისთვის VELI.store სიყვარულის ველად გადაიქცა და მომხმარებელს ყველა პირობა შეუქმნა იმისთვის, რომ აჩუქოს გულით - შეარჩიოს, შეფუთოს და გაუგზავნოს სიყვარულით.  Veli-ზე თავმოყრილი ყველა ხელშესახები ნივთი, ამ კვირის განმავლობაში დაგვეხმარება, რომ არახელშესახები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი - სიყვარული გამოვხატოთ. 

რადგან საჩუქრების შეფუთვა და ღია ბარათები კიდევ უფრო მეტ ემოციას სძენს თითოეულ ნივთს, სიყვარულის კვირისთვის, Veli-მ ამანათებისთვის სპეციალური პრინტი შექმნა, რომელიც ვებგვერდზე სულ მალე გამოჩნდება. ამ დღეს არც გულებია ზედმეტი და არც სიტყვები. ამიტომ, საჩუქრის ყიდვისას, სპეციალურ გრაფაში არ დაგავიწყდეს ღია ბარათისთვის მისალოცი ტექსტი აკრიფო, რომელიც, ადრესატს საჩუქართან ერთად მიუვა. 

Veli-მ იმ ადამიანებზეც იზრუნა, ვისაც გული ნამდვილად სიყვარულით აქვთ სავსე, საჩუქარსაც გულით არჩევენ, თუმცა ამ ემოციების სიტყვებით გამოხატვა უჭირთ. ასეთ ადამიანებს მხოლოდ პატარა მინიშნებას გაგანდობთ: კარგია, რომ სამყაროში არსებობენ სხვები, ვინც ჩვენს სათქმელს ისე ლამაზად და ისე ზუსტად გადმოსცემენ ხოლმე ჩვენს მაგივრად, რომ წაკითხვისას ჩვენივე სიტყვები გვგონია. ამ სასიყვარულო აურზაურში, რა თქმა უნდა, Veli-ს მთავარი დაპირება ისევ უცვლელია: დახარჯე შენი დრო შენთვის. საჩუქრის ძიებაში, შერჩევაში და შეძენაში დაზოგილი დრო, შეგვიძლია ყველაზე ძვირფასს მოვახმაროთ და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატაროთ. 

შეკვეთიდან 3 საათზე ნაკლებ დროში, დღის სასურველ მონაკვეთში, უფასოდ შეფუთული და მოტანილი საჩუქარი სხვა რა არის, თუ არა Veli-ს მხრიდან თითოეული მომხმარებლის სიყვარული, რომელიც არა მარტო სიყვარულის, არამედ წელიწადის 365-ივე დღეს უცვლელი ღირებულებაა.

ასობით ვირტუალურ თაროზე ნებისმიერი კატეგორიის, დანიშნულებისა თუ ფასის ნივთს შეარჩევ. თუმცა, გახსოვდეს, რომ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ერთია - ადრესატის მიმართ ის ემოცია და სიყვარული, რომელიც შეუფასებელია და რომელიც ყველაზე პატარა ღირებულების ნივთსაც კი, სამუდამოდ გამორჩეულს და დაუვიწყარს ხდის.

14 თებერვალს გამოხატული ემოციები, გაგზავნილი საჩუქარი თუ მიძღვნილი სიტყვები ვერასოდეს იქნება ზედმეტი, იმიტომ რომ თვითონ სიყვარულია ყველაზე გადაჭარბებული და ძლიერი გრძნობა, რომლის უსაზღვრო შესაძლებლობებიც ერთი შეხედვით მარტივად, სულ რაღაც 3 სიტყვაში, მაგრამ გენიალურად ახსნა ყველასათვის საყვარელმა მწერალმა: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს!“ 

... და შენთვის? რა არის სიყვარული?

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი