3 მარტს თბილისში, Factory Tbilisi-ში (კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა) ცნობილი რეპერის და კომპოზიტორის, Ceelo Green-ის კონცერტი გაიმართება. ხუთი გრემის მფლობელი ამერიკელი არტისტი საქართველოში Stagelove Affair-ის მოწვევით ჩამოდის. 


კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორის და Stagelove Affair-ის გუნდის წევრის, მარიამ სანოგოს თქმით, პანდემიის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას დააკლდა მუსიკა და კონცერტები პოპულარული არტისტების მონაწილეობით. როგორც  სანოგომ აღნიშნა, Ceelo Green ბევრისთვის ახალგაზრდობასა და ბავშვობასთან ასოცირდება ისეთი ჰიტების გამო, როგორიცაა Crazy და Forget You. Factory Tbilisi-ის სივრცე სპეციალურად ამ არტისტისთვის შეირჩა, რადგან ის საოცარ განწყობას ქმნის და ტექნიკურადაც კარგად არის აღჭურვილი, - აღნიშნა სანოგომ.

 

ორგანიზატორების თქმით, Stagelove Affair მომავალში არაერთი ცნობილი პოპ და ჰიპ-ჰოპ არტისტის მოწვევას გეგმავს. Ceelo Green-ის კონცერტი, რომელიც 3 მარტს გაიმართება, ორგანიზაციის პირველი ღონისძიებაა.

 

ავტორი: ტატო ანთაძე