თუ მკითხავთ, რომელია ის ქვეყანა, სადაც მარტომ ვიმოგზაურე და ცხოვრების ბოლომდე ჯადოსნური სიზმარივით მემახსოვრება, გეტყვით, რომ ნეპალი. ეს არის კეთილი ადამიანების, უმშვენიერესი ბუნების, ცნობისმოყვარე მაიმუნებისა და დაუვიწყარი თავგადასავლების სამშობლო. არ ვიცი, ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში რა შეიძლებოდა გამომეცადა უფრო ზღაპრული, ვიდრე ნეპალში გატარებული ერთი თვე, ნეპალურ სოფლებში ხეტიალი, იქაურებთან ურთიერთობა და ჰიმალაებში გათენებული ღამეებია.
დაწერე კომენტარი