არშან ცნობილი გახდა, რომ ტოდ ფილიპსის Joker: Folie a Deux-ში ლეიდი გაგა ითამაშებდა. ცოტა ხნის წინ Joker-ის რეჟისორმა და მუსიკოსმა ახალი ფილმიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ხოაკინ ფენიქსი, რომელიც ჯოკერის როლს ასრულებს, და ლეიდი გაგა ერთად არიან წარმოდგენილი.


Joker: Folie a Deux კინოთეატრებში 2024 წლის 4 ოქტომბერს გამოვა და ლეიდი გაგა, სავარაუდოდ, ჯოკერის რომანტიკული ინტერესის, ჰარლი ქვინის როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ჯოკერის როლისთვის ხოაკინ ფენიქსმა 2020 წელს ოსკარი მიიღო.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე