15 თებერვალს მულტიდისციპლინური არტისტის, ხელოვან ლიდია ჰასაიას პროექტის, Unfolding-ის ფარგლებში, Ria Keburia Residency-ის სივრცეში არტისტის ახალი ინსტალაცია გაიხსნა, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება. 

ინსტალაციის ნაწილია თეთრი და შავი კუბები, რომლებიც გალერეის პრესრელიზის მიხედვით, “შთაგონებულია შეჩერების და შეგრძნების აუცილებლობით და გრძნობების რედიფინიციის მცდელობაა”. შავი კუბის დატვირთვას საგამოფენო სივრცე ასრულებს, სადაც დამთვალიერებლის ყურადღება გაფანტულია, ხოლო თეთრ კუბში კი ინტროსპექციისკენ მიმართული ხდება. ინსტალაციას თან ახლავს “საუნდ და ვიდეო-არტი”, რაც მას თეატრალობას მატებს. 

 

 

Unfolding-ის პროექტი, როგორც გალერეის  პრესრელიზი გვამცნობს, “ემყარება მაყურებლების გარდამავალ გამოცდილებას იმ სივრცეში, რომელშიც ისინი თავად იმყოფებიან”. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე