„ჯი-თი მოტორსმა“ BMW-ს და MINI-ის ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. კომპანია ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ შოურუმი, რომელიც დ. აღმაშენებლის ხეივნის 216 ნომერში გაიხსნა, დროებითია, ხოლო ახალი, ე.წ. L shape შოურუმი გაიხსნება 2024 წელს და ის იქნება ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც BMW-ს განახლებული კონცეფციის სტანდარტებით დაპროექტდება.
ღონისძიება გაიმართა ორ ეტაპად: დროებითი შოურუმის ოფიციალური გახსნა და საღამოს დასკვნითი საზეიმო ღონისძიება. შოუს კულმინაციის დროს BMW-ს სრულიად ახალი, მე-7 სერიის მოდელი, სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი ინსტალაციის ფონზე, BMW-ს რეგიონულმა მენეჯერმა ვინსენტ რესმანმა წარადგინა.
პრეზენტაციაზე სხვა მოდელებს შორის ასევე წარმოდგენილი იყო ლიმიტირებული M5 CS. ეს მოდელი მსოფლიოში მხოლოდ 1000 ერთეულია, მათგან 9 უკვე საქართველოშია. აღსანიშნავია, რომ პირველი მოდელი, რომელიც კომპანიამ ბაზარზე შემოსვლისთანავე გაყიდა, სწორედ M5 CS იყო, რაც მსოფლიო მასშტაბით იშვიათი და უნიკალური ფაქტია.
ღონისძიების მთავარი კონცეფცია მოიცავდა იდეოლოგიის შენარჩუნებას და ინოვაციისკენ სწრაფვას, კლასიკურისა და სპორტულის დაბალანსებულ შერწყმას და, რა თქმა უნდა, ავტომობილის მართვის უკომპრომისო სიამოვნებას.
სპეციალურად ამ საღამოსთვის მუსიკალური კომპოზიციები ლიზა რამიშვილმა და თემურიკო დიასამიძემ შეასრულეს.
შოურუმის გახსნას ესწრებოდნენ BMW GROUP-ის აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის წარმომადგენლები, მათ შორის რეგიონის პრეზიდენტი - დოქტორ ტომას რინი და გაყიდვების ხელმძღვანელი კონრად ბაუმგარტნერი, ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში ენრსტ პიტერ ფიშერი, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
„ჯი-თი მოტორსი“ ქართულ ბაზარზე უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს და BMW-ს და MINI-ის გარდა, აქტიურად თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორიცაა: Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki.
დაწერე კომენტარი