ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაიწყო შეჯიბრი ბაკურიანში, რომელიც 5 მარტის ჩათვლით გასტანს. საქართველოს ისტორიაში პირველად მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი. ბაკურიანს ამისთვის ბოლო რამდენიმე წელია ამზადებენ. ყველაზე ექსტრემალურ და სანახაობრივ სახეობებში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 700 სპორტსმენი მთელი მსოფლიოდან ისტორიულ კურორტზე მოიყრის თავს. დიდველისა და კოხტა მიტარბის ტრასებზე 14 შეჯიბრს სნოუბორდში, 16 შეჯიბრს კი ფრისტაილი-ფრისკის სახეობებში იხილავს გულშემატკივარი. ამ მასშტაბურ ღონისძიებას, რომლის ჩატარების უფლებაც ჩვენმა ქვეყანამ 2018 წელს საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე მიიღო, კომპანია სილქნეტი წარადგენს.
რატომ ბაკურიანი და რატომ სილქნეტი?
ხსენებულ კონგრესზე ბაკურიანს კონკურენტები მრავლად ჰყავდა. თუმცა, ქვეყნების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა საქართველოს და ჩემპიონატის ჩატარების ადგილად უნიკალური ლანდშაფტისა და რელიეფის მქონე უძველესი კურორტი ბაკურიანი დაასახელა. საქართველოს მთავრობამ, სათხილამურო სპორტის ფედერაციამ და მისმა გენერალურმა სპონსორმა სილქნეტმა დაიწყეს მზადება.
სილქნეტი გამორჩეულად გულშემატკივრობს ზამთრის სახეობებს და არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრის გენერალური სპონსორი იყო მანამდეც. სილქნეტის თანადგომით, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძელი ქვეყნიდან 6 სათანადო კვალიფიკაციის მქონე ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
სპეციალურად ამ უპრეცედენტო ღონისძიებისთვის კურორტი თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. დიდველსა და კოხტა მიტარბიზე შესაბამისი ტრასები აიგო, კურორტს დაემატა საბაგიროები, დაინერგა გათოვლიანების სისტემა. ამ ღონისძიების განმავლობაში ბაკურიანის სასტუმროებმა 42 ქვეყნის 2000-ზე მეტ სტუმარს უნდა უმასპინძლონ. მათ შორის იქნებიან საგანგებოდ ჩემპიონატისთვის ჩასული გულშემატკივრები და უცხოური მედია. მათ მიერ ატვირთული ყოველი ფოტო თუ ვიდეორეპორტაჟი, ტრანსლაცია ბევრს გაუჩენს საქართველოში ჩამოსვლის ინტერესს.
ვის ვუგულშემატკივროთ?
მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს: ნიკა ელოშვილი, ლუკა ჩოფიკაშვილი (ბიგაირი, ფრისკი) რევაზ ნაზღაიძე (სნოუბორდი), დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე (სქი ქროსი) - მათ ჩვენი გულშემატკივრობა ძალიან დასჭირდებათ. თუმცა, 42 ქვეყნის სპორტსმენს შორის აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს ფავორიტს.
რა დავიტოვოთ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის სახსოვრად
სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის კომპანია სილქნეტმა გულშემატკივრებისთვის ბრენდირებული აქსესუარები და სამოსი შექმნა. მაისურებს, ქუდებს, ჰუდებს, ბაფებს, ჩანთებსა და ყველა სხვა აქსესუარებს მსურველები თბილისში არსებულ ნებისმიერ სერვის-ცენტრში, ასევე ბაკურიანში, ღონისძიების ტერიტორიაზე, სილქნეტის საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში შეიძენენ.
ამ ატრიბუტიკასთან ერთად კურორტზე არსებული საზეიმო განწყობაც დაგვამახსოვრდება. ბაკურიანის დამსვენებლები და სპორტის გულშემატკივრები ყველა შეჯიბრს პირდაპირი ტრანსლაციით დიდ ეკრანზეც ნახავენ, კვების ზონებში გემრიელ მენიუს დააგემოვნებენ და სამახსოვრო კადრებს დაიტოვებენ ფოტოზონებიდან;
4 გრანდიოზულ მუსიკალურ შოუს წარადგენენ ქართველი არტისტები: 19 თებერვალს Bedford Falls; 25 თებერვალს - Kordz; 3 მარტს - Killages და 4 თებერვალს - Circus Mircus;
მსოფლიო ჩემპიონატის ყოველი დღე საზეიმო იქნება. ეცადეთ, არ მოაკლდეთ ამ ისტორიულ მოვლენას.
სად ვუყუროთ?
„ევროსპორტის“ 140-მილიონიანი აუდიტორია უკვე ელოდება ბაკურიანი 2023-ის ტრანსლირებას. საქართველოში კი პირდაპირი ეთერით მასშტაბურ სპორტულ მოვლენას თვალს 1 არხის, „ევრონიუს ჯორჯიას“ და Silk Sport1-ის მეშვეობით მიადევნებთ. ვინც ბაკურიანში იქნებით, ნამდვილ სპორტულ ზეიმს იხილავთ. დასწრება თავისუფალია.
რა მოხდება შემდეგ?
19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 7 დისციპლინაში გამართული ჩემპიონატის შემდეგ, სპორტსმენები ჯამში 30 მედლით დაჯილდოვდებიან, მსოფლიო ჩემპიონატისა და საერთაშორისო მედიის დამსახურებით, სულ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ბაკურიანის და ჩვენი ქვეყნის შესახებ.
თავად ჩემპიონატს უდიდესი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკის, სპორტის, საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე და საუკეთესო ბრენდინგია ჩვენი ქვეყნის მსოფლიოსთვის გასაცნობად. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხედავს. უკვე ცნობილია, რომ მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ბაკურიანი სქი კროსში მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს.
დაწერე კომენტარი