როდესაც ხელოვნების და გამომცემლობის ინტერესები იკვეთება, იქმნება სამაგიდო წიგნები გამორჩეული დიზაინით, რომლებშიც შინაარსს სიტყვების ნაცვლად ფოტოები და გრაფიკული ნამუშევრები ჰყვება.
ასეთი წიგნები აყალიბებენ იდეას, როგორ გამოიყურება ან როგორ მოქმედებს წიგნი მკითხველზე. ის მიზნად ისახავს გამოხატოს თავისი შემქმნელის ფანტაზია, ემოცია მოჰყვეს ისტორია სიტყვების მიღმა. ის ადამიანს სულ სხვანაირად აყვარებს თავს, განსხვავებით ნახატის ან ქანდაკებისგან, რადგან ამ შემთხვევაში მაყურებელი მკითხველიც ხდება.
წიგნები, როგორც ხელოვნების ობიექტი, საშუალებას აძლევს ადამიანს მიუახლოვდეს, გადაფურცლოს და აღფრთოვანდეს ყოველი ახალი გვერდით. ის ხელოვნებას კედლიდან ხსნის, ანგრევს შუშის ბარიერს და ადამიანს მასთან შეხების საშუალებას აძლევს.
VELI.store-ზე ახლახან წამყვანი გამომცემლობების Gestalten-ის, Lannoo-ს, Thames & Hudson-ის ინგლისურენოვანი სამაგიდო წიგნები გამოჩნდა. რამდენიმე სამაგიდო წიგნი, რომლის შესახებაც უნდა იცოდე:
Porsche 911
Porsche 911 წიგნი პორშეს საკულტო მოდელის შექმნის ისტორიას გვიყვება. როგორ იქცა ჩვეულებრივი გერმანული ავტომობილი The Ultimate Sportscar-ად, გლობალურ ფენომენად, თავისუფლებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის სიმბოლოდ.
Visual Feast, Contemporary Food Staging and Photography
Visual Feast ავლენს სამყაროს, სადაც საკვები ხელოვნების გამოხატვის საშუალებაა. ადამიანებს უყვართ საკვებით კომპოზიციების შექმნა და მისთვის ფოტოების გადაღება. ინსტაგრამისა და სარეკლამო ინდუსტრიის ხელმძღვანელობით სტილისტები, გურმანები და ფოტოგრაფები მუდმივად იგონებენ ახალ გზებს, რათა საკვები უფრო გემრიელად წარმოაჩინონ - ამ წიგნში ბევრ ასეთ ფოტოს ნახავ.
Street Fonts: Graffiti Alphabets from Around the World
კლაუდია უოლდი, ასევე ცნობილი როგორც MAD C, წარმოგვიდგენს ''Street Fonts: Graffiti Alphabets from Around the World''. ამ გამოცემაში შესულია მსოფლიოს 150-ზე მეტი გრაფიტის შემსრულებლის ნამუშევრები. წიგნში გაეცნობი, ერთი მხრივ, თითოეული მხატვრის “ანბანს” და მათ აღქმას, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლე შესავალს ნამუშევრების შესახებ - CAN TWO - HERA - DARE - და მრავალი სხვა!
Modern Architecture: World of Art
თანამედროვე არქიტექტურისა და მისი წარმოშობის აღიარებული კვლევა კლასიკად იქცა მას შემდეგ, რაც ის პირველად გამოჩნდა 1980 წელს, რითაც არქიტექტურული პრაქტიკისა და დისკურსის ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში დაეხმარა.
წიგნში დეტალურადაა აღწერილი მსოფლიო არქიტექტურის მოდერნისტული ტრადიცია მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. ის განიხილავს მრავალფეროვან გზებს, რომლითაც არქიტექტორები არა მხოლოდ უპასუხებენ თავიანთი შენობების გეოგრაფიულ, კლიმატურ, მატერიალურ და კულტურულ კონტექსტზე, არამედ აყალიბებენ განსხვავებულ მიდგომებს.
Modern Architecture: World of Art იდეალური საჩუქარია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არქიტექტურა იტაცებს.
Subway Art
1984 წელს Subway Art-მა მსოფლიოს გრაფიტი გააცნო. 30 წლის შემდეგ ქუჩის ხელოვნების წიგნი იმაზე უკეთესი ვერსიით დაბრუნდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 70-ზე მეტი ახალი ფოტოსურათი, რომლებიც არ შედის პირველ გამოცემაში.
თუ მეტროს ხელოვნების ამოუცნობი იდეები გაინტერესებს, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად უნდა ნახო.
Rum, The complete guide
რომის გემოსა და ფერების მრავალფეროვნება ისეთივე მდიდარია, როგორც ისტორია და კულტურა, რომელიც ამ ალკოჰოლურ სასმელს აქვს. ამ წიგნში 300-ზე მეტი სხვადასხვა სახის რომის მიმოხილვაა. აქ აღმოაჩენ ინფორმაციას ყველა სახეობის რომის წარმოშობის, გემოს, არომატის, სერვირებისა და საუკეთესო კოქტეილების შესახებ.
ამ და სხვა ინგლისურენოვანი სამაგიდო წიგნების შეძენას ველის ციფრული თაროებიდან შეძლებ. მრავალფეროვან ასორტიმენტში აღმოაჩენ სახელმძღვანელოებს კულინარიის, არქიტექტურის, ინტერიერის, ფოტოგრაფიის, ავტომობილების, სასმელების და სხვა თემების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ნებისმიერი ინტერესის ადამიანისთვის მოიძებნება იდეალური სამაგიდო წიგნი.
დაწერე კომენტარი