ნიუ-იორკი - მთელი სამყარო ერთ ქალაქში ჩატეული - დედამიწაზე ყველაზე სწრაფი, ხმაურიანი და ქაოსური ადგილი, რომელიც არასდროს მოგბეზრდება. რაც უნდა ცუდი დღე და რთული პრობლემა გქონდეს, საკმარისია ქუჩაში ფეხი გაადგა და ისეთ რამეს შეხვდები, რაც არასდროს რომ გინახავს, დაგებადება ისეთი იდეა, აქამდე რომ არ გქონია, სახლში დაბრუნდები ისეთი პერსპექტივით, რომელიც პირველად გაიაზრე და ასე გაგრძელდება, უსასრულოდ.
დაწერე კომენტარი