ეს ფოტოები შარშან გადავიღე, ნიდერლანდებში ორი თვით ცხოვრებისას. ძალიან ამბივალენტური აღმოჩნდა ეს ქვეყანა. მაშინ, როდესაც ამსტერდამი ერთგვარი ეკლექტიკური გამონაკლისია, სადაც მეტად ანტაგონისტური და ქაოსური ატმოსფერო სუფევს, პერიფერიებში არსებული პატარა ქალაქები წყნარად და გამოზომილად ცხოვრობენ. ეს ეთერული სიმშვიდე ჩემს ფოტოებშიც ჩანს, რომელიც მთლად ისიც არ არის, რაც ნიდერლანდების გაგონებისას წარმოუდგებათ ხოლმე თვალწინ.
დაწერე კომენტარი