კარიბული მზის ამოსვლა, ლაშქრობა ჯუნგლებში, სირბილი ვულკანის კრატერთან, ოქროსფერ ქვიშაში სულგანაბული წოლა, უზარმაზარ ტალღებში ცურვა, გიჟი მეკობრესავით აურაცხელი რომის სმა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ტრადიციული ცეკვები და ეს ყველაფერი კარიბული, კრეოლური, აფრიკული და ფრანგული კულტურების ნაზავით, უგემრიელესი ტრადიციული საჭმელებით, სტუმართმოყვარე და ბედნიერი ადგილობრივი მცხოვრებლებით. საუკუნეების წინ კუნძულზე ბედნიერად ცხოვრობდნენ არავაკები და თავიანთ სამშობლოს კარუკერას, ანუ ლამაზი წყლების კუნძულს ეძახდნენ. 1493 წელს სასმელი წყლის ძიებაში კუნძულს კოლუმბი მიადგა, აღმოჩენისთანავე მიწას ღვთისმშობლის სახელი - სანტა მარია დე გვადალუპე დაარქვა და არავაკების ბედნიერი და მშვიდი ცხოვრებაც სამუდამოდ დაასრულა.
დაწერე კომენტარი