სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ერთ პატარა ქალაქ კალპეს მახლობლად რიკარდო ბოფილის ზღაპარი დაგხვდებათ. La Muralla Roja მთის შემაღლებულ ფერდობზე დგას, სიმწვანით და ზღვით გარშემორტყმული. აქ ყოფნა იმ არარეალურ სამყაროში მოგზაურობას გავდა, სადაც მზე სულ კაშკაშებს, წყალი მუდამ კრიალა ცისფერია, დრო გაჩერებულია და ერთადერთი საზრუნავი დაისის ათასი ფერის ფონზე ბუნებით და არქიტექტურით ტკბობაა.
დაწერე კომენტარი