ჯენიფერ ქულიჯი Everything Everywhere All at Once-ის რეჟისორების - დენიელ ქვანის და დენიელ შეინერტის W Magazine-ისთვის გაკეთებულ “ტოკუსაცუს” სტილის ფოტოსერიაში გამოჩნდა. “ტოკუსაცუ” იაპონური კინოს პოპულარული ჟანრია, რომელმაც დაბადა ისეთი ლეგენდარული არსებები, როგორებიცაა გოძილა, მოთრა და გიგანტური რობო. დენიელ ქვანის თქმით, ამ ჟანრში სპეცეფექტები ხშირად ხელნაკეთს ჰგავს ხოლმე, რაც ქულიჯის ფოტოებსაც ეტყობა. “დღეს ამას თავისებური ხიბლი აქვს, განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა ყველაფრის ციფრულად გაკეთება შეიძლება და ვერავის გააოცებ”.
ფოტოებში ქულიჯი ბოროტმოქმედად გვევლინება, რომელიც რეინჯერებს ებრძვის, ან პირიქით, კეთილშობილად, რომელიც გიგანტურ მონსტრს ამარცხებს. აღსანიშნავია ქულიჯის ტანსაცმელიც, რომელიც ფოტოსესიისთვის შეირჩა. “ფაუერ რეინჯერებთან” სცენებისთვის ქულიჯს ტერენს დოუს სპეციალურად ამ გადაღებისთვის შექმნილი ბაფთიანი კაბა აცვია, ხოლო სხვა ფოტოებში ქულიჯი გუჩის ქურთუკში და Sun Woo-ის სამოსით გვხვდება.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: W Magazine
დაწერე კომენტარი