ყვავილების ჩუქება 3 და 8 მარტს ბევრისთვის სიმბოლურ ტრადიციად იქცა, თუმცა თაიგული, იმის გამო, რომ მისი ბევრნაირად პერსონალიზაცია შეიძლება, არაერთგან და მათ შორის საქართველოშიც, სიყვარულის ან პატივისცემის გამოხატვის სასიამოვნო ჟესტია. თბილისში არაერთი სასაჩუქრე ყვავილების მაღაზიაა, სადაც თაიგულებს ფლორისტები,  თქვენი მითითებით, პროფესიონალურად ააწყობენ, ან შეგიძლიათ უბრალოდ მზა ბუკეტი შეარჩიოთ. 





Hey Baby 

Hey Baby ახალი ყვავილების ონლაინმაღაზიაა, სადაც ბუკეტების მრავალფეროვანი არჩევანია. გარდა იმისა, რომ Hey Baby-ის ფლორისტები ულამაზეს სასაჩუქრე თაიგულებს აკეთებენ, მაღაზიას კორპორაციული მომსახურებაც აქვს და სხვადასხვა სივრცეებს თუ ღონისძიებებს ფერადი ყვავილებით ალამაზებენ. 




Amelie Flowers Shop

Amelie Flowers Shop ფალიაშვილზე მდებარე ყვავილების მაღაზიაა, რომელსაც საკუთარი 24-საათიანი მიტანის სერვისიც აქვს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ფლორისტების გუნდი ბევრ სხვადასხვანაირ შეკვეთაზე მუშაობს, იქნება ეს სიმბოლური სასაჩუქრე თაიგული თუ წვეულებების და ღონისძიებების გაფორმება.  




Flowershop 73

Flowershop 73 ახალი ყვავილების მაღაზიაა, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მდებარეობს და ულამაზეს სასაჩუქრე თაიგულებს ამზადებს. ამასთანავე ყვავილების მაღაზია ვაზებსაც ყიდის,  რომლებიც შეგიძლიათ ულამაზესი თაიგულებით დაამშვენოთ.




Kona Flower and Coffee Shop

ყვავილების ამ მაღაზიას ორი ფილიალი აქვს, ერთი  - აღმაშენებელზე, მეორე კი მელიქიშვილზე. Kona-ში სასაჩუქრე თაიგულებთან ერთად, სპეციალურად თქვენთვის ან საჩუქრის ადრესატისთვის დამზადებული ნამცხვრებიც შეგიძლიათ შეიძინოთ. 




Mao Flowers

Mao Flowers ყაზბეგის გამზირზე მდებარე პატარა ყვავილების მაღაზიაა, სადაც ფლორისტები ულამაზეს თაიგულებს ამზადებენ. ამასთანავე, Mao Flowers მუშაობს საქორწინო ცერემონიების გაფორმებაზეც და აქ თაიგულის შესაფუთი მასალის ისეთივი მრავალფეროვანი არჩევანია, როგორც უშუალოდ ყვავილების. 



The Flower Factory

ეს ყვავილების მაღაზია ქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის და პეტრიაშვილის კვეთაზე, ღვინის ქარხნის შესასვლელთან მდებარეობს და სტუმრებს სეზონური ყვავილების და თაიგულების ფართო არჩევანს სთავაზობს.