ფირიანი კამერით სურათების გადაღება მოგზაურობისას ჩემთვის დიდი სიამოვნება და გამოწვევაა - მგონია, რომ ყველაზე ზუსტად ეს კამერა ასახავს ყველაფერს, რასაც იმ მომენტში საკუთარი თვალით ვხედავ. თანაც, ისიც მიყვარს, სურათების ნახვა მაშინვე რომ არ შემიძლია, რადგან მოგზაურობის დასრულების შემდეგ ერთგვარი საჩუქარია დაგროვებული ფირების გამჟღავნება და ახლიდან განცდა იმ სიამოვნებისა, რაც მოგზაურობისას გამოვიარე. ყოველთვის ამართლებს ჩემს იმედებს ჩემი კამერა და საშუალებას მაძლევს მეგობრებს, ოჯახის წევრებს თუ უბრალოდ ნაცნობებს ზუსტად იმ შეგრძნებებით დატვირთული ფერადი სურათები ვაჩვენო, როგორიც ჩემთვის იქ, იმ მომენტში იყო ის გარემო.
დაწერე კომენტარი