ისევე, როგორც ბევრი სხვა ხელოვანის გამოფენა, კორონავირუსის გავრცელების გამო იაიოი კუსამას ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დაგეგმილი გამოფენებიც გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიუხედავად ამისა, ის მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავის თაყვანისმცემლებს იმედისმომცემ შეტყობინებას უგზავნის.
„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. მსოფლიოს წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ხალხს მივმართო:
მიუხედავად იმისა, რომ ის შორს, მიუწვდომლად ბრწყინავს, მე ვლოცულობ, რომ იმედმა გამოანათოს, გამოუშვას მისი კაშკაშა ციალი ჩვენკენ, გამოუშვას ის კოსმოსური სხივი, რომელსაც ამდენხანს ველოდით.ახლა, როდესაც ჩვენ სამყაროს ბნელ მხარეს აღმოვჩნდით, ღმერთები ჩვენთან იქნებიან, რომ გაგვიძლიერონ ის იმედი, რომელიც მთელ სამყაროში მიმოვფანტეთ. ამ ისტორიული საფრთხისას, დროა სიყვარულის ჰიმნი შევქმნათ მათთვის, ვინც წარსულს ჩაბარდა, მათი საყვარელი ადამიანებისა და ჩვენი საკუთარი სულებისთვის. დროა სიხარულით ვუმღეროთ გასხივოსნებულ მომავალს. მთელი მსოფლიოს ხალხებიდან წამოსულ ძალისხმევასა და ღრმა სიყვარულს ჩაჭიდებულებმა, დროა დავძლიოთ ეს ყველაფერი, რომ სიმშვიდემ დაისადგუროს.
ჩვენ სიყვარულისთვის შევიკრიბეთ და იმედი მაქვს ამ ძლიერ სურვილს აღვასრულებთ, დრო მოვიდა ვიბრძოლოთ და დავამარცხოთ ჩვენი უბედურება. გაუჩინარდი დედამიწიდან, ვეუბნები კოვიდ-19-ს, რომელიც გზაზე გვეღობება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ საშინელ ურჩხულს. დროა მთელი მსოფლიო ფეხზე წამოდგეს. მე კი ჩემს ღრმა მადლიერებას ვუძღვნი ადამიანებს, რომლებიც ამისთვის უკვე იბრძვიან”.
იაიო კუსამა
დაწერე კომენტარი