ცნობილმა ქართველმა პერფორმერმა და დრეგ ქუინმა - მადლენამ ახალი სიმღერა გამოუშვა, სახელწოდებით - Call Me MADLENA. სიმღერის პრემიერა პარიზში, ერთ-ერთ ცნობილ კლუბში - Le Carmen-ში შედგა.

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ სიმღერის პრემიერა პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად ჩატარდა, ცნობილი ქართული ბრენდის - SITUATIONIST-ის კოლექციის ჩვენების შემდეგ. გახმაურებული სიმღერების - Manifest-ისა და Pussy Boy-ის შემდეგ, ეს მადლენას მესამე სინგლია.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: გრიგორი დევეჯიევი