ქართველი დიზაინერის - ირაკლი რუსაძის მიერ დაარსებული ბრენდი - SITUATIONIST 4 მარტს პარიზის მოდის კვირეულზე წარდგა YASPIS-სთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექციით. ჩვენებაზე ახალი, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია იყო წარმოდგენილი.
ირაკლი რუსაძემ ბრენდი 2015 წელს დააარსა და მომდევნო 8 წლის განმავლობაში ბევრ წარმატებასაც მიაღწია - მისი კოლექციების ფოტოები "ვოგის" საიტზეც მოხვდა და ბევრმა ცნობილმა მოდელმა - მათ შორის ბელა ჰადიდმაც, მოირგო.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: WWD
დაწერე კომენტარი