ლონდონში, Kings Cross-ში ლეგენდარული მხატვრის, დევიდ ჰოკნის გამოფენა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც არტისტის ცნობილი ნამუშევრები 11 მეტრის სიმაღლის კედლებზეა პროექცირებული. 


ეს გამოფენა რეალურად 50-წუთიანი ინსტალაციაა, რომელიც ჰოკნის ძველი და ახალი ნამუშევრების გარდა, ამერიკელი კომპოზიტორის, ნიკო მალის მუსიკასაც მოიცავს. ინსტალაცია თავებად არის გაყოფილი და ჰოკნის ნახატებს თან მისივე აუდიო-კომენტარი გასდევს. 

დევიდ ჰოკნიმ 60-იანებში “პოპ-არტის” სტილში რევოლუცია მოახდინა და თავის ნამუშევრებში მუდმივად ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. გამოფენა Kings Cross-ში 22 თებერვალს გაიხსნა და 4 ივნისამდე გაგრძელდება. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე