ყველასათვის ცნობილმა არტისტმა KAWS-მა ინსტაგრამზე განაცხადა, რომ ის სპეციალური კოლექციის გამოშვებას გეგმავს, რათა დაეხმაროს ფინანსურად  გაჭირვებულ ადამიანებს. მისი პირველი ბენეფიციარი იქნება Free Arts NYC - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მენტორობას უწევს ფინანსური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების განათლებას. კოლექციის პირველ სერიას წარმოადგენს არტისტის ცნობილი სილუეტები Snoopy და მათი ღირებულება 1200 დოლარს შეადგენს. შემოსული თანხა კი მთლიანად Free Arts-ს გადაერიცხება.

პოტენციურ მყიდველებს არა მხოლოდ ნივთების შეძენა, არამედ მეილის subject-ში FREEARTSNYC-ის მითითებით, პირდაპირ ამ ორგანიზაციის სახელზეც კი შეუძლიათ ნამუშევრების შეძენა და შესაბამისად, თანხის შეწირვა. KAWS-მა ეს პროექტი ვირტუალური პლატფორმა  Acute Art-თან თანამშრომლობით შექმნა.



“უამრავი გაჭირვებული ახალგაზრდა ცხოვრობს თავშესაფრებში და რესურსების არარსებობის გამო ვერ ახერხებენ, რომ შთაგონება და გამძლეობა შეინარჩუნონ. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ორგანიზაციას, რათა შეგროვდეს თანხა მათთვის საჭირო ნივთებისა და ვირტუალური სწავლებისთვის”.  - წერს არტისტი ინსტაგრამზე.