მწვანე ქალაქის ეკოსისტემას მალე ლეგენდარული ესპანელი პოსტმოდერნისტი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის პროექტი დაემატება, რომლის მშენებლობაც 2024 წლის მიწურულს დასრულდება.
მწვანე ქალაქი “ლისი დეველოპმენტის” საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ლისის ტბასთან მდებარეობს და მოიცავს პარკებს, სკვერებს, გამწვანების ზონებს, საბავშვო სივრცეებს და აუზებს. რიკარდო ბოფილის პროექტები კი ხშირად გამწვანების და ბუნებასთან ჰარმონიის იმავე პრინციპებს ეყრდნობა, რასაც მწვანე ქალაქი ლისზე.
რიკარდო ბოფილი ლეგენდარული ესპანელი არქიტექტორი იყო, რომლის 1000-მდე პროექტი 40-ზე მეტ ქვეყანაში გვხვდება.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი