ჩემი რწმენით, ადამიანები საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდებიან ხოლმე. მეც ასე აღმოვჩნდი იმ ადგილას, საიდანაც მზისგან და ხალხისგან წამოსული ყველა სხივი დღემდე ჩემს გონებაში და ჩემს ფირის ფოტოებზეა ასახული. საბერძნეთს მართლაც რომ მზის სხივი ინახავს. იქ ნებისმიერი დეტალი გასაოცარი და საინტერესოა - თითქოს ყველა და ყველაფერი გიყურებს, გიღიმის და თავისთან გიხმობს. საბერძნეთში ყოფნისას ბევრ ოქროს აღმოაჩენთ, რადგან გარშემო ყველაფერი ოქროსფერია, იქაური ადამიანების გულებიც კი.
დაწერე კომენტარი