MuddyCap სამხრეთ კორეელი ავეჯის დიზაინერია, რომელიც უნიკალურ ნამუშევრებს ქმნის. ცოტა ხნის წინ არტისტმა ახალი კოლექციიდან - Unselected Chairs - შუშის სკამის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლის დიზაინიც საპნის ბუშტებით არის შთაგონებული, რაც ავეჯის ფორმაზეც და შეფერილობაზეც აისახება.
MuddyCap დღემდე ანონიმურობას ინარჩუნებს - მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და ავეჯს ქმნის, ამასთანავე თავს “არტისტად” არ მოიაზრებს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი