შვედი არტისტის, რაიან კუპმანსის წყალტუბოს სანატორიუმში შექმნილი ნამუშევარი “ეიფორია”, პრესტიჟული სააუქციონო სახლის, Sotheby-s აუქციონზე გაიყიდება. ციფრულ ნამუშევარზე წყალტუბოს სანატორიუმის ფლორით დაფარული ოთახია ასახული, ფანჯრებიდან კი კავკასიონი ჩანს.
“ეიფორია” არტისტის ფოტოსერია Symphony-ის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც რაიან კუპმანსი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და მიტოვებულ, უნიკალურ შენობებს იღებდა, შემდეგ კი ფოტოები არტისტმა მინიმალისტური ანიმაციითა და მუსიკით გააცოცხლა.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი