სათვალეების ფრანგული ბრენდი - იზიპიზი, რომელსაც ადვილად გამოარჩევთ სხვა ბრენდებისგან, საქართველოში ხუთი წლის წინ გამოჩნდა და მალევე შეძლო მომხმარებლებისთვის თავის შეყვარება დახვეწილი დიზაინითა და სახასიათო ფერთა გამით. 


ახალი, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია - Daydream სულ ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი. კოლექციის თემატიკა საგაზაფხულო სიზმრისეული განწყობა და სეზონის შესაფერისი ღია, მსუბუქი ფერებია, სადაც წარმოსახვა განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს.


რეალობისა და სიზმრების სამყაროს ერთიანობითაა შექმნილი კოლექციის დიზაინი და სათვალეების მასალაც - თითქოს დაბურული, თუმცა გამჭოლი და ნათელი. სათვალეების ფორმები და მოყვანილობა სადა და დახვეწილია, ფერები კი ზაფხულის მოწმენდილ ცას, ჩამავალი მზის ნაკლებად მწველ სხივებს ან აყვავებული იასამნების ფერს მოგაგონებთ.

ფერები, რომლებიც იზიპიზიმ ახალი კოლექციისთვის შექმნა, გაზაფხულის მზის სხივებში კიდევ უფრო მეტ ჯადოსნურობასა და ზღაპრულობას იძენს. როგორც კოლექციის შემქმნელები აღნიშნავენ, ოცნებებს არასდროს აქვს საზღვარი, კოლექციის სახელწოდებაც - Daydream ამ კონცეფციას უკავშირდება - მომაჯადოებელ გრძნობას, რომელიც მზის შუქით განათებულ დღეებსა და ფანტაზიის სამყაროში მოგზაურობას მოაქვს.

 

 

მათ, ვისაც IZIPIZI-ის ახალი კოლექცია საკუთარი სტილის ნაწილად უკვე წარმოგიდგენიათ, სათვალეების მორგებასა და შეძენას სითი მოლში და გალერეაში შეძლებთ.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი