მარკ ჯეიკობსმა ახალ კამპანიაში ყველასათვის ცნობილი ფილმის - Eternal Sunshine of the Spotless Mind-ის საკულტო სცენები გააცოცხლა. კამპანიის სახელწოდებაც - Meet me in Montauk - სწორედ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფრაზაა ამ ფილმიდან.
კამპანიისთვის ფოტოები Larissa Hofmann-მა გადაიღო, სადაც მოდელი ქეით უინსლეტის პერსონაჟის - კლემენტის სახასიათო ვარცხნილობით - სხვადასხვა ფერის თმითა და გამორჩეული სტილის სამოსით გვევლინება.
ფილმი, სადაც მთავარ როლს ქეით უინსლეტთან ერთად, ჯიმ ქერი ასრულებს, თანამედროვე კინოს ორი მნიშვნელოვანი ფიგურის - მიშელ გონდრის რეჟისორობითა და ჩარლი კაუფმანის სცენარით შეიქმნა და გამოსვლისთანავე დაიმსახურა როგორც კინოკრიტიკოსების, ისე მაყურებლების სიყვარული.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი