ლონდონის Soho-ს თეატრში Brokeback Mountain-ის მუსიკალური სპექტაკლის პრემიერა 10 მაისს გაიმართება და წარმოდგენები 12 აგვისტომდე გაგრძელდება. ჯეკ ტვისტის და ენის დელ მარის როლებს მაიკ ფაისტი და ლუკას ჰეჯესი შეასრულებენ, სპექტაკლისთვის მუსიკალურ ნომრებზე კი The Feeling-ის სოლისტი დენ ჯილესპი სელსი მუშაობდა. სცენარისტ ეშლი რობინსონის თქმით, მიუზიკლის ფორმატი საშუალებას იძლევა “სიტყვაძუნწი კოვბოების ტურბულენტურ შინაგან სამყაროს ხმა მივცეთ”.
Brokeback Mountain ენი პრულის 1997 წლის მოკლე ნოველაა, რომლის კინოადაპტაციაც 2005 წელს გამოვიდა, სადაც მთავარ როლებს ჯეიკ ჯილენჰოლი და ჰით ლეჯერი ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ თეატრალური ადაპტაციისთვის მუსიკალურ გაფორმებას მომღერალი ედი რედერი “ქანთრი” ბენდთან ერთად შეასრულებს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი