ჯერემი სკოტმა, რომელიც 2013 წლიდან Moschino-ს კრეატიული დირექტორი იყო, მოდის სახლი 20 მარტს დატოვა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ პოსტში დიზაინერი წერს, რომ Moschino-ში ძალიან ბედნიერი წლები გაატარა და რომ “მარადიული დიზაინის სამოსის შექმნაში” მიიღო მონაწილეობა.
ჯერემი სკოტის ტანსაცმლის დიზაინი დიდწილად პოპკულტურით არის შთაგონებული. კარიერის მანძილზე ის მუშაობდა ისეთ პოპვარსკვლავებთან, როგორებიც არიან - Rihanna, მაილი საირუსი, მადონა და ბიორკი. Moschino-ს მფლობელი კომპანიის, Aeffe-ს დირექტორის, მასიმო ფერეტის თქმით, ჯერემი სკოტმა Moschino-ს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ხოლო მისმა მხიარულმა და გამორჩეულმა სტილმა მოდის სახლი სამუდამოდ შეცვალა.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Katie Falkenberg, Jeremy Scott
დაწერე კომენტარი