იაპონელმა არქიტექტორმა კენგო კუმამ Hoshino Resorts-ისთვის ახალი სასტუმროს დიზაინი შექმნა, რომელიც იაპონიაში, ოიტას პრეფექტურაში აშენდა და ბრინჯის ტერასებით და თბილი წყლებით არის გარშემორტყმული. სასტუმრო Kai Yufin რამდენიმე პატარა შენობისგან შედგება, რომელიც ბრინჯის დაღმავალ ტერასაზე განლაგდება და ჯამში 45 ნომერს მოიცავს.


სასტუმრო კომპლექსი Ryokan-ის სტილისაა, ანუ ტრადიციული იაპონური სასტუმროს ინტერიერი და წყობა აქვს, რაც იმასაც გულისხმობს, რომ მშენებლობისას ადგილობრივ სამშენებლო მასალებს გამოიყენებენ, მაგალითად, ტატამის იატაკებს, რაც ადგილობრივი მცენარისგან, Cyperus tagetiformis-ისგან მზადდება. 


კენგო კუმას თქმით, ტრადიციული Ryokan იაპონური ბაღებით არის ხოლმე გარშემორტყმული, თუმცა ბრინჯის ტერასები უფრო უნივერსალურია და საშუალებას გვაძლევს ბუნების და ოთხი სეზონის რიტმით დავტკბეთ. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე