თუ საინტერესო და განსხვავებული გემოს ცივი ან ცხელი სასმელი გიყვარს, "მეამა ქოლექთს" უნდა ესტუმრო, სადაც უკვე მესამე წელია "მეამა ქოლექთის" ბარისტები მრავალფეროვან და უნიკალური გემოს სასმელებს გთავაზობენ. ყავისა და ჩაის კაფსულებზე დაფუძნებული სასმელების დაგემოვნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშია შესაძლებელი.


"მეამა ქოლექთის" კონტეინერის კონცეფციის პირველი ობიექტი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა.  ახალ ფილიალში  მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს სხვადასხვა სახეობის სასმელი და სურვილის შემთხვევაში, თან გაიყოლოს ან იქვე კომფორტულ  გარემოში დააგემოვნოს ის. 


აღსანიშნავია ისიც, რომ აბაშიძის ქუჩაზე გახსნილ ახალ ობიექტში აღმოაჩენთ ახალ გემოებსაც - იქნება ეს ცხელი შოკოლადი თუ ახალი კოქტეილები. კოქტეილებთან ერთად აქ  “მეამას”  ყავის ან ჩაის საყვარელი კაფსულების შეძენასაც შეძლებთ.

კონტეინერის კონცეფციის ობიექტი, რომლის არქიტექტურაც გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, ეკომეგობრული პროექტია, რომელიც მეორად კონტეინერებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და “მეამა ქოლექთის” მომხმარებლებს განსხვავებულ შეგრძნებებსა და გამოცდილებას სთავაზობს.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი