ველი სთორისა და თიბისი კონცეპტის ახალი განსაკუთრებული შეთავაზება ძალაში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში იქნება - 24-26 მარტს, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ დაიბრუნონ თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, VELI.store-ის მიერ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებზე.

 

მრავალი საინტერესო, გამოსადეგი თუ გასართობი ნივთიდან, გთავაზობთ  იმ გამორჩეულ 10 პროდუქტს, რომლებიც ახალ საგაზაფხულო სეზონს მეტი ხალისით შეავსებენ და რომლებიც ამ აქციის ფარგლებში განსაკუთრებული ფასდაკლებებით შეგიძლიათ შეიძინოთ. 


Byredo Inflorescence 

 

გაზაფხული განსაკუთრებული სეზონია განახლებისთვის. ჟასმინის, ვარდისა და მაგნოლიის სურნელით შექმნილი Byredo Inflorescence სწორედ ისაა, რაც ამ განახლებისა და სეზონის შესაფერისი სიმსუბუქისთვის გჭირდებათ.  პარფიუმერული სახლი Byredo 2006 წელს მხატვარმა ბენ გორჰემიმ დააარსა სტოკჰოლმში. მომდევნო წლების განმავლობაში Byredo-მ შეიმუშავა განსაკუთრებული, არატრადიციული მიდგომა სუნამოების შესაქმნელად. მის არომატებში ერთმანეთს ერწყმის ექსტრავაგანტურობა და ტრადიცია, პოპარტი და კლასიკა. Byredo-ს შთაგონების წყაროს მთელ მსოფლიოში და ეპოქაში შეიძლება შეხვდეთ.


Mario Badescu Vitamin C სახის შრატი 

 

დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად, სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. შრატი ძლიერი C ვიტამინით აღადგენს სახის კანს და ამცირებს დაბერების ნიშნებს - წვრილ ხაზებსა და უთანასწორობას. გარდა ამისა, ეს პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ინგრედიენტებს - ალოესა და კიტრის ექსტრაქტს - რომლებიც აცოცხლებენ, კვებავენ და ამშვიდებენ სახის კანს.

Olaplex თმის თერაპია No. 3 Perfection

 

თმის მოვლის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც VELI.store-ზე ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ, Olaplex-ის გელია. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ხშირად ჩვენი თმა მაინც ზიანდება და გამოცოცხლებას ითხოვს. Olaplex-ის თმის თერაპია ამცირებს მტვრევადობას და შესამჩნევად აძლიერებს დაზიანებული თმის სტრუქტურას.

 

Dyson-ის თმის ფენი

თმას ნებისმიერ სეზონზე სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და დაცვა. მისი გაშრობა ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა საკმაოდ საფრთხილო პროცესია. Dyson-ის ფირმის თმის ფენი მიუხედავად იმისა, რომ 6-ჯერ უფრო სწრაფად აშრობს თმას, არ აზიანებს მას და ბუნებრივ და მბზინვარე, აბრეშუმისებრ იერს ანიჭებს. ფენის განსაკუთრებული ფუნქციაა ისიც, რომ  ზომავს ჰაერის ტემპერატურას და არეგულირებს სითბოს, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ექსტრემალური სითბური დაზიანება და თმას ბუნებრივი, ჯანსაღი იერი შეუნარჩუნოთ

ტოსტერი Swan Retro 

სამზარეულო ჩვენი ყოველდღიურობისა და სახლის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ცნობილი ბრიტანული ბრენდი - Swan მუდმივად ცდილობს მომხმარებლისთვის საოცნებო, მოდური სამზარეულოები რეალობად აქციოს. Swan-ის ცისფერი ტოსტერი ერთ-ერთი მათგანია. ტოსტერი ძლიერი და მარტივად სამართავია, იდეალურია სწრაფი და გემრიელი საუზმის მოსამზადებლად. სხვა არაერთ ფუნქციასთან ერთად, მოწყობილობა ტოსტის მომზადების შემდეგ ავტომატურად ითიშება და ჩაშენებული აქვს გადახურებისგან დამცავი მექანიზმები თქვენი უსაფრთხოებისთვის.

 

ფირსაკრავი Aiwa 

 

რა ქმნის სახლს კიდევ უფრო მყუდროსა და ელეგანტურს, თუ არა დახვეწილი და სადა დიზაინის Aiwa-ს ფირმის ფირსაკრავი, რომელიც სრულად ავტომატურია - თავად ასრულებს ყველა ოპერაციას და არეგულირებს ოპტიმალური ხმის ტონალობასა და ტემპს. შესაძლებელია ფირსაკრავის დაკავშირება სხვა აუდიო სისტემებთანაც -  Bluetooth უსადენო კავშირით შეძლებთ დაუკავშირდეთ დინამიკებს, ყურსასმენებს და სხვა ნებისმიერ მოწყობილობას.

 

Apple AirPods Pro

 

ალბათ ხშირად გინატრიათ წამიერად მაინც მოსწყვეტოდით დამღლელ ყოველდღიურობას და ქაოსს. საყვარელ მუსიკას ნამდვილად აქვს ამის უნარი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყურსასმენი გამორჩეულ, აქამდე გამოუცდელ შესაძლებლობებს გთავაზობს. Apple  AirPods Pro (2nd Gen) განსაცვიფრებელი ჟღერადობითა და მკვეთრი, ძლიერი ბასებით გამოირჩევა. Personalized Spatial Audio სისტემის წყალობით სრულიად მოცულობითი ხმა 360°-ით გესმის და სრულად ხდები მისი ნაწილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ყურსასმენებს ჩამონტაჟებული აქვს მიკროფონი, რომელიც ახშობს როგორც გარედან, ისე შიგნიდან შემომავალ ხმას. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია მთლიანად კონცენტრირდე მუსიკაზე, სამსახურის ზარზე თუ მეგობრებთან საუბარზე.


Koopman-ის კალათების ნაკრები  

 

სახლის ინტერიერში ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პატარა დეტალებს, რომლებიც მყუდრო და ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. Koopman-ის მთავარი მიზანიც სწორედ ისეთი  საყოფაცხოვრებო ნივთების შექმნაა, რომლებიც თქვენს სახლს მეტ კომფორტსა და სილამაზეს შემატებენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია Koopman-ის კალათების ნაკრები, რომელთაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს - გამოიყენება როგორც ბავშვთა ოთახში, ასევე მისაღებში, სარეცხის შესანახად და მცენარეების მოსათავსებლად. კალათები დამზადებულია ბამბუკისგან და შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ზრუნავს გარემოზე. 


Lego, ჰოგვორტსი 

 

ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო და ლეგოს ნაწილებით კონსტრუქციების აწყობა ალბათ ის ორი ძირითადი რამეა, რაც ბავშვებს არასდროს ჰბეზრდებათ. განსაკუთრებული ჯადოსნობა კი სწორედ მაშინ იწყება, როცა ეს ორი რამ ერთიანდება. კონსტრუქტორი ლეგო, რომელიც ხელს უწყობს მოტორული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ჰარი პოტერის მაგიურ სამყაროს, გასაოცარ ქმნილებებს და პერსონაჟებს აცოცხლებს. კოლექციის ნაკრებები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, რომ ამ ჯადოსნური სამყაროს ნაწილი თავადაც გახდეს. ნაკრები სავსეა ფიგურებით, რომლებიც უთვალავი როლური თამაშის შესაძლებლობას იძლევა.

 



PYLONES, ბარათის ჩასადები

ხშირად გვავიწყდება, რომ ყოველდღიური ცხოვრების გახალისება პატარა დეტალებითა და აქსესუარებითაც შესაძლებელია. Pylones-ის პირველი მაღაზია 1987 წელს გაიხსნა პარიზში და მას შემდეგ უწყვეტად აგრძელებს საქმიანობას - ცდილობს ჩვენი ყოველდღიურობა ფერადი და მხიარული პროდუქტებით გაანებივროს. Pylones-ის ბარათის ჩასადებიც ერთ-ერთი ასეთი მათგანია. საფულეს აქვს ექვსი განყოფილება და სხვადასხვა ფერადი პრინტი. ამასთანავე, ძალიან კომფორტულია და მარტივია სატარებლად.

 

ავტორი: ხატია იათაშვილი