Stardust - ასე ჰქვია ფილმს დეივიდ ბოუის შესახებ, რომლის პირველი კადრებიც გუშინ გავრცელდა. წუთნახევრიან ვიდეოში ვხედავთ დევიდ ბოუის როლის შემსრულებელ ჯონი ფლინსა და მარკ მარონს, რომელიც ფილმში რონ ობერმანს განასახიერებს.


ფილმის პროდიუსერები ამტკიცებენ, რომ Stadust  ბიოგრაფიული არ არის და ის 70-იან წლების დასაწყისში დეივიდ ბოუის საკულტო პერსონაჟის Ziggy Stardust-ში ტრანსფორმაციას ასახავს. მწერალმა და რეჟისორმა გაბრიელ რანჟმა თქვა:  „მე გადავწყვიტე გადამეღო ფილმი იმაზე, თუ როგორ ყალიბდებიან დიდი ხელოვანები და რა შთააგონებთ მათ თავიანთი ნამუშევრების შესაქმნელად. ფილმი დეივიდ ბოუიზეა, რომელზე საუბრისასაც პირველ რიგში ვარსკვლავი გვახსენდება, ან მისი რომელიმე ალტერ ეგო - Ziggy Staust, Aladdin Zane ან The Thin White Duke. ბოუი იყო ადამიანი, რომელსაც მე ყოველთვის დისტანციიდან ვხედავდი, ის ყოველთვის ნიღაბს იყო ამოფარებული. თუნდაც იდეალურად დადგმული სიკვდილის დროსაც კი, მას არ დაუტოვებია ჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილება“.


Stardust-ის პრემიერა ტრიბეკას კინოფესტივალზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო ღონისძიება გადაიდო.